“ლიონის” ყოფილი თავდამსხმელი სიდნეი გოვუ ფრანგულ გუნდს დაუბრუნდა. 34 წლის ფეხბურთელმა სამოყვარულო კონტრაქტი გააფორმა.
“ლიონის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გოვუ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და ოპტიმალური ფორმის აღდგენას შეეცდება. სამოყვარულო კონტრაქტი მას პირველ გუნდში თამაშის უფლებას არ აძლევს, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელს სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმების საშუალება ექნება.
სიდნეი გოვუ “ლიონის” სკოლის აღზრდილია. ამ კლუბის პირველი გუნდის მაისურით, 2000-2010 წლებში, საფრანგეთის ჩემპიონატში, მან 292 თამაში ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა. 2010-11 წლებში, გოვუ “პანათინაიკოსში” თამაშობდა, ხოლო მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ის “ევიანის” რიგებში ირიცხებოდა. მიმდინარე სეზონში, გოვუ თავისუფალი აგენტი იყო.