ამ ზაფხულს "საბურთალოდან" თურქულ "ქასიმფაშაში" გადასული მეკარე ოთო გოშაძე, შესაძლოა, დღეს თურქეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის განაცხადში ვიხილოთ. "ქასიმფაშა" "ბუიუქშეჰირს" სტუმრობს და გოშაძე პირველ გუნდში ვარჯიშობს ორ მეკარესთან ერთად – ძირითადი გოლკიპერი, როგორც იცით, შვედი ანდრეს ისაქსონია.
გოშაძე 1997 წელსაა დაბადებული და ის გახლდათ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მეკარე, ხოლო ამჯერად ალექსანდრე ჩივაძეს ჰყავს გამოძახებული 21-წლამდელებში.
ოთო ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს "ქასიმფაშაში".