ძიუდო

19:55 | 1.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გორში თბილისელმა ჭაბუკებმა იყოჩაღეს

გორმა ძიუდოში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონის, ანზორ ქიბროწაშვილის სახელობის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში გაშლილ ტატამზე 1996-1997 წლებში დაბადებული ძიუდოისტები გავიდნენ.
ტურნირში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის გუნდების გარდა ბაქოს ნაკრებიც ჩაერთო. საერთო გუნდურ ჩათვლაში თბილისის გუნდმა იმარჯვა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლით. ახმეტელი სპორტსმენებიც ორ წონაში გაჩემპიონდნენ, მაგრამ დედაქალაქელებს პრიზიორების რაოდენობით ჩამორჩნენ.
წლის ბოლომდე ამ ასაკობრივ ჯგუფში შორის სავარაუდოდ კიდევ ორი შიდა სარეიტინგო ტურნირი გაიმართება. მომავალი სეზონის დასაწყისში კი საქართველოს ჩემპიონატიც ჩატარდება და საერთო შედეგების მიხედვით ჭაბუკთა ნაკრები დაკომპლექტდება.

50 კგ
1 ნიკა ჭიკაიძე (ახმეტა)
2 ირაკლი კუპატაძე (საგარეჯო)
3 რობინზონ ბეგლარიშვილი (გორი)
3 გიორგი მირუაშვილი (გორი)

55 კგ
1 ბექა ნათათრალიშვილი (თბილისი)
2 ზურაბ ონიანი (თბილისი)
3 ირაკლი ლიპარტელიანი (თბილისი)
3 ალუდა ჩეკურიშვილი (თბილისი)

60 კგ
1 ზვიად ხუბულური (გორი)
2 გიორგი მეტრეველი (ხაშური)
3 იუსუფ ნაბიევი (ბაქო)
3 გიორგი კაციაშვილი (კასპი)

66 კგ
1 კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო)
2 გიგა გიგაური (მარტყოფი)
3 ჯემალ ბუჩუნტელი (თბილისი)
3 დიმიტრი ცაბაძე (თბილისი)

73 კგ
1 ზურა ლომიძე (ზესტაფონი)
2 გიგა ქევხიშვილი (თბილისი)
3 დათო იმერლიშვილი (ქარელი)
3 ლევან ბექაური (თბილისი)

81 კგ
1 გიორგი ქურდიანი (თბილისი)
2 იესო კვირიკაშვილი (გორი)
3 გიგა ტურაშვილი (თბილისი)
3 ლაშა აბუაშვილი (თბილისი)

90 კგ
1 დავით რამაზაშვილი (ახმეტა)
2 გიორგი გველესიანი (თბილისი)
3 ლევან გლიხაშვილი (გორი)
3 დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი)

+ 91 კგ
1 მიხეილ ახალაური (ახმეტა)
2 გიორგი ძებისაშვილი (თბილისი)
3 თედო წოწიაშვილი (მცხეთა)
3 გიორგი ფარადაშვილი (ქარელი)

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093098