ჩოგბურთი

19:58 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის თურქული ტიტული

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ცნობისთვის, გორგოძემ ასპარეზობა ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და საჩემპიონო გზაზე 6 გამარჯვება იზეიმა.

საინტერესოა, რომ ეკატერინემ მერვედფინალური და მეოთხედფინალური მატჩები გეიმის წაუგებლად მოიგო, ნახევარფინალში მე-4 განთესვის მქონე რუმინელ ბიანკა ჰინჩუს 5:7, 6:4, 6:2 სძლია, ფინალში კი ასევე რუმინელი დიანა ბუზეანუ 4:6, 6:1, 6:4 დაამარცხა.

ისრაელში იუნიორთა ტურნირში იასპარეზა ალექსანდრე ბაკშიმ. მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა, იქ კი მომავალ გამარჯვებულ ედან ლეშემთან (ისრაელი) 0:6, 2:6 წააგო.

წყვილთა შეჯიბრის ფინალურ დაპირისპირებაში ბაკში და პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იმავე ლეშემთან და იტალიელ ანდრე პელეგრინოსთან 5:7, 4:6 დამარცხდნენ.

0.126697