ჩოგბურთი

17:27 | 13.05.2014 | ნანახია 846 - ჯერ

გორგოძის მარცხი საფრანგეთში

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ქალაქ სენტ გოდენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში კი გავიდა, თუმცა, მეტ წარმატებას ვერ მიაღწია.

კვალიფიკაციაში 3 მეტოქის დაჯაბვნის კვალად, გორგოძე ლიხტენშტეინელ შტეფანი ვოგტს დაუპირისპირდა და 5:7, 3:6 წააგო. წყვილებში გორგოძე და ჩილელი სესილია კოსტა მელგარი მე-4 ნომრად განთესილ სოფო შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას გაეჯიბრებიან.

ანა ახალკაცმა ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში რუს ანა კლებლეევას 6:4, 6:1 სძლია, ძირითად ბადეში კი მე-8 ნომრად განთესილ ფრანგ ოსეან დოდინთან 1:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილებში ახალკაცმა და რუსმა ვასილისა აპონასენკომ თურქებს – დაგილმისგულს და კოკჩეს 6:1, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში მე-2 ნომრად მიჩნეულ სერბულ-მექსიკურ დუეტს (ბონიჩი-ერმოსო) გაეჯიბრებიან.

შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირზე მე-6 რეიტინგის მქონე თამარ ჭალაგანიძე ჩერნოგორიელ ტამარა ბოიანიჩს გაეჯიბრა და 1:6, 2:6 წააგო. წყვილთა შეჯიბრში ჭალაგანიძე და ყაზახი ეკატერინა გუბანოვა არგენტინელი აგუირის და რუსი გორდიენკოს პირისპირ დადგებიან.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:47 | 10.03.2014
ogafa (10220)

მოსალოცია

15:15 | 10.03.2014
sabonis (9584)

როგორც გურულები იტყვიან ერთი "აბდრული" უნდა ვთქვა ამ ჩუენსუსათვის ხომ არ მიგვეცა საქართველოს მოქალაქეობა როგორც ვუYურებ მაგნაირი მარჯვენა მცველი ჩვენს ნაკრებს არ ყავს შეტავაში კარგად მიდის დაცვაში კაცი ვერ გაექცევა, ფიზიკაშიც კარგია და ტექნიკურიცაა.

17:45 | 10.03.2014
FC Guria (86)

კაი იქნება მარა რასისტები არიან ბლომად...

09:48 | 10.03.2014
fc.chikhura (534)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

07:17 | 10.03.2014
gruzia (162)

Aba guriasgan chikhura 6 quliania eqvseulshiii.vis visi vali aq vegar gaigeb.win mouxedavat gavrbivart ukan.wina turshi supertasis vali(1-5)iqna gastumrebuli da a.sh.

11:02 | 10.03.2014
jordano (20)

გპირდები რომ ჩიხურა გურიასგან ლანჩხუთიდან ქულას ვერ წაიგებს და არ გინდა ეს ჭორიკნული საუბარიი )))

01:15 | 10.03.2014
Becks23 (1117)

ვახ ვახ რამდენი ხალხიაა დინამოსთან ან თუნდაც ზესტასთან რამდენი მივააა)

00:44 | 10.03.2014
jordano (20)

ლანჩხუთლებმა გადარია მთელი დუნიაა )))

0.077062
846