ჩოგბურთი

1:08 | 7.08.2014 | ნანახია 978 - ჯერ

გორგოძის და ქვაცაბაიას წარმატებული სტარტი

გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საწყის წრეში გამარჯვება იზეიმა ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ.

მან მე-8 ნომრად განთესილი ბრაზილიელი გაბრიელა სე 6:4, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში შვეიცარიელ ქსენია კნოლს ეთამაშება, რომელმაც იაპონელ რიკა ფუჯივარას 6:7 (4:7), 6:3, 6:1 სძლია.

წყვილთა შეჯიბრში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ჩეხებს – ევა და ჰანა ბირნეროვებს 6:2, 7:5 მოუგეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ-რუსულ დუეტს (ბოგდანი-სოლოვიევა) დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:48 | 07.08.2014
braziliano84 (1301)

წარმატებები... 100 კი არა 200 მოხვდეს და დიდი წარმატება იქნება...

12:30 | 07.08.2014
Dato Madrid (1088)

წარმატებები გოგოებს.ეკა გისურვებ ასეულს მიუახლოვდე წელს,მერე კიდევ ყოველთვის წინსვლა და ჯანმრთელობა გქონოდეს.

09:49 | 07.08.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.123257