საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების და ფრანგული “მონპელიეს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გორგოძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც დააახლოებით 2 თვე გაუცდება. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, “გორგოძილამ” ფეხის კუნთი ვარჯიშზე დაიშავა და ახლა, იძულებითი უქმობა მოუწევს.
ცხადია, რომ გორგოძე დაკლდება საფრანგეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩს, რომელიც 16 აგვისტოს “ტულონის” წინააღმდეგ გახლავთ დაგეგმილი. ამას გარდა, მამუკა “ბიარიცთან”, “ბრივთან”, “ბორდოსთან”, “ტულუზთან”, “პერპინიანთან”, “კლერმონთან” და “სტად ფრანსესთან” შეხვედრებსაც გამოტოვებს.