ჩოგბურთი

17:45 | 10.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

გორგოძე მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სერბ მილანა სპრემოს დაუპირისპირდა და 6:4, 7:6 (7:3) იმარჯვა.

ეკატერინეს ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, რადგანაც მომავალ რაუნდშიც კვალიფიკაციიდან გამოსულ მეტოქეს ეთამაშება. იგი კიდევ ერთი სერბი მარინა კაჩარი გახლავთ, რომელმაც “უაილდ ქარდის” მქონე ტაისია მორდერგერს სძლია – 6:1, 7:5.

ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველი ჩოგანი მერვედფინალში დამარცხდა მე-8 ნომრად განთესილ პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან – 5:7, 2:6.

0.10757