ჩოგბურთი

0:28 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე მეოთხედფინალშია

იტალიის ქალაქ ბაგნატიცაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მე-2 რაუნდში გამარჯვება იზეიმა მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ანგელა ლეუერსი 6:3, 6:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში მე-5 რეიტინგის მქონე შვეიცარიელ კონი პერინს ეთამაშება.

მერვედფინალური მატჩი ჯერაც ჩასატარებელი აქვს მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერს. მისი მეტოქე პირველი განთესვის მქონე იტალიელი ანასტასია გრიმალსკა იქნება.

0.125277