5 სექტემბერს ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჰოლანდიის ქალაქ ალფენში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებს, მისი მეტოქე კი მე-2 განთესვის მქონე გერმანელი დინა პფიცენმაიერი იქნება.
თუკი ეკატერინემ ეს ბარიერი დასძლია, ნახევარფინალში მე-5 რეიტინგით მოთამაშე ჩეხ ალერტოვას და ფრანგ გეორგესს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში გორგოძე და რუსი ორლოვა მე-3 ნომრად მიჩნეულ არგენტინელებს – ბუას და პელას გაეჯიბრნენ და 6:7 (2:7), 1:6 წააგეს.