ჩოგბურთი

21:27 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

ეკატერინე გორგოძე წინ მიიწევს საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც გერმანიის ქალაქი აშაფენბურგი მასპინძლობს, საპრიზო ფონდი კი 25 ათასი დოლარია.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – სერბი მარინა კაჩარი 7:5, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც პირველ ნომრად განთესილ – გერმანელ კარინა ვიტჰოეფტს ეთამაშება.

ფინალის მე-2 საგზურისთვის მეორე-მესამე ნომრებად განთესილი – შვეიცარიელი ვიკტორია გოლუბიცი და ჰოლანდიელი ლესლი კერკჰოფი იბრძოლებენ.

0.11561