ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჰოლანდიის ქალაქ ალფენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
მეოთხედფინალურ ეტაპზე გორგოძე მე-2 ნომრად განთესილ გერმანელ დინა პფიცენმაიერს გაეჯიბრა და 3:6, 1:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველი წყვილთა შეჯიბრსაც დაემშვიდობა.