ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის მე-2 რაუნდიც იოლად დასძლია მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიელი კატერინ ჩანტრანე 6:0, 6:0 გაანადგურა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-6 განთესვის მქონე მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოს ეთამაშება.
უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში გააღწიეს სოფო შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ (1-ლი განთესვა). მათ რუს ოლგა დოროშინას და უკრაინელ ელიზავეტა იანჩუკს 7:6 (7:2), 6:0 სძლიეს, ფინალის საგზურისთვის კი მე-3 რეიტინგის მქონე იტალიურ-ბულგარულ დუეტს (ჯიოლა ბარბიერი-ისაბელა შინკოვა) გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ შაფათავა ერთეულთა ტურნირში მე-2 ნომრადაა მიჩნეული და მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ გერმანელ – ტაისია მორდერგერთან ჭიდილი