ჩოგბურთი

0:33 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ მეოთხედფინალში გააღწია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

გორგოძემ შვეიცარიელი ქსენია კნოლი 4:6, 6:2, 7:5 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ გერმანელ ლაურა ზიგემუნდს გაეჯიბრება.

წყვილებში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ-რუსულ დუეტთან (ბოგდანი-სოლოვიევა) 0:6, 2:6 წააგეს.

0.120398