უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია ეკატერინე გორგოძემ.
მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა უზბეკი ალბინა ხაბიბულინა 6:2, 6:2 დამარცხა, შემდეგ ეტაპზე კი მე-4 რეიტინგის მქონე უკრაინელ ვერონიკა კაპშაის გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა სოფო ქვაცაბაია, რომელმაც მე-7 ნომრად მიჩნეულ თურქ იპეკ სოილუსთან 0:6, 4:6 წააგო.
შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ბრიტანელ ფრანჩესკა სტივენსონთან 2:6, 0:6 დამარცხდა თამარ ჭალაგანიძე.
წყვილებში ჭალაგანიძემ და უკრაინელმა ვერონიკა სტოტიკამ ეგვიპტელებს – ელ ტავილს და შერიფს 6:1, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ეგვიპტურ-რუსულ დუეტს (აბუ ზეკრი-მიხეევა) გაეჯიბრებიან.
ისრაელში, ნეთანიას 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძემ და რუსმა ანასტასია პრიბილოვამ მე-2 რეიტინგით მოასპარეზე ებრაელ მასურის და უნგრელ ტოტკას აჯობეს – 6:4, 4:6, 10:3 და ნახევარფინალში ებრაელებს – კრივოშაპოვი/პუსკარევსკი (მე-4) – ეთამაშებიან.