ჩოგბურთი

1:53 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ გერმანული ტურნირის მე-4 ნომერს აჯობა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის პირველი რაუნდი დასძლია.

გორგოძემ მე-4 ნომრად განთესილ ჩეხ კატერინა ვანკოვასთან რთული ბრძოლა გადაიტანა და 6:3, 3:6, 6:4 იმარჯვა. მერვედფინალში ეკატერინეს მეტოქე სერბი მილანა სპრემო იქნება, რომელიც კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

წყვილებში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ არგენტინელ ბოსიოსთან და რუს ორლოვათან 6:3, 0:6, 8:10 წააგეს.

0.111545