ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, რომელიც ძალებს გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგის 15-ათასიან ტურნირზე სცდიდა, ბრძოლას მალევე გამოეთიშა.
მე-5 ნომრად განთესილი გორგოძე პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ შარლოტ კლასენს გაეჯიბრა და მართალია, პირველი სეტის წაგების შემდეგ, მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა, საბოლოოდ, 4:6, 6:4, 3:6 დამარცხდა.