ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში მე-7 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ პოლონელი ბარბარა სობასკიევიჩი 6:1, 7:6 (7:2) დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ყაზახ
პირველ წრეში პირველ ნომრად მიჩნეულ რუმინელ ანა ბოგდანს დაუპირისპირდება სოფო ქვაცაბაია. წყვილებში ქვაცაბაიამ და თურქმა ესენ კოკჩემ მე-3 რეიტინგის მქონე ავსტრიულ-პოლონურ დუეტთან (კონიგი-სობასკიევიჩი) 4:6, 3:6 წააგეს, გორგოძე და მოლდოველი ანასტასია ვდოვენკო კი ჰოლანდიელ ტედია აბდის და ხსენებულ წიკლაურს გაეჯიბრებიან.
აშშ-ში, როკ ჰილის 25-ათასიან ტურნირში მე-6 განთესვით ჩაებმება ანა ტატიშვილი. საქართველოს პირველი ჩოგანი საწყის წრეში “უაილდ ქარდით” მიწვეულ ამერიკელ ალექსანდრა მუელერთან მოსინჯავს ძალებს.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, შიმკენტის 10-ათასიან ტურნირში თამაშის უფლება მოპიოვა ალექსანდრე მეტრეველმა. ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მოწინააღმდეგე რუსი ანდრეი პლოტნი იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეეს რა ლამაზი გოგოა და თამაშის დროს რა კოშმარულ სახეებს იღებს
100LსI MALე
ღადაობ?

აბა შენ იცი
კაია წარმატებები ქარტველებს