ჩოგბურთი

0:16 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძეც გამოეთიშა

იტალიის ქალაქ ბაგნატიცაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს ბოლო ქართველი ჩოგბურთელიც გამოეთიშა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე მე-4 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე მე-5 განთესვის მქონე შვეიცარიელ კონი პერინს დაუპირისპირდა და 5:7, 2:6 წააგო.

0.114216