რაგბი

2:02 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში ექვს ნომერზე ითამაშებს

7 ივნისს ქეიპთაუნში მსოფლიოს სარაგბო თხუთმეტეული სამხრეთი აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. პლანეტის რჩეულთა სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიქ მალეტმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.

მალეტმა მსოფლიოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში “ბორჯღალოსნების” ლიდერი მამუკა გორგოძე შეიყვანა. ის ამჯერად “მღლეტელის” (აფრიკულად #6) პოზიციაზე ითამაშებს. ერთი კვირის წინ, “ბარბაროსებისა” და ინგლისის დაპირისპირებისას, გორგოძე შერკინების შემკვრელი (#8) გახლდათ.

PLANETRUGBY.COM-მა წინასამატჩო წარდგენაში აღნიშნა, რომ მამუკა ევროპაში აღიარებულია ერთ-ერთ უძლიერეს მორაგბედ და რომ მსოფლიოა ნაკრებში ის მთავარი ფიგურა იქნება, ვინც “ბოკეს” დიდ ფიზიკურ ძალას გაუმკლავდება. სტატიაში მამუკა გორგოძეს სურათს საინტერესო დასათაურება აქვს: “უფრო მაგარი, ვიდრე ლურსმნებით სავსე ტომარა“.

აღსანიშნავია, რომ მალეტმა 15-ეულში ხუთი სამხრეთაფრიკელი დააყენა. ესენი არიან: ქრეიგ ბერდენი, რორი ქოქოთი, ჟანდრე კრიერი, ალისთერ ჰარგრივზი და ვეინანდ ულიფიე. ამათგან ორი მეორეხაზელია. ისინი ვეტერანებს – ვიკტორ მეტფილდსა და ბაკის ბოთას დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს ნაკრებს უკაპიტნებს ავსტრალიელი მგეზავი მეთ გიტო, რომელიც ახლახან “ტულონის” შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი და “ჰაინეკენის თასის” მფლობელი გახდა.

სამხრეთი აფრიკის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მეორეხაზელების – ბაკის ბოთასა და ვიკტორ მეტფილდის დაბრუნებაა. მათ ეროვნულ გუნდში 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ აღარ უთამაშიათ. მეტიც, თუ ბოთა ფრანგულ “ტულონში” განაგრძობდა კარიერას, მეტფილდს რაგბის თამაშისთვის თავი დანებებული ჰქონდა და წლეულსღა განაახლა.

შაბათს, ქეიპთაუნში საინტერესო და ძალიან მაღალი დონის მატჩი გველის. თამაში საქართველის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

სთრიმი შემდეგ ბმულებზე დაიდება:

http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.feed2all.eu/type/rugby.html

http://www.sportcategory.com/c-11.html

http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html

www.rugby.ge

0.117975