ჩოგბურთი

16:08 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე მეოთხედფინალშია

ჰოლანდიის ქალაქ ალფენში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია, ეკატერინე გორგოძემ მორიგი გამარჯვება იზეიმა.

მე-2 წრეში ქართველი ჩოგბურთელი შვედ სუსან სელიკს გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტი დათმო, საბოლოოდ, 3:6, 6:0, 7:5 მოიგო.

მეოთხედფინალში ეკატერინეს მოწინააღმდეგე მე-2 ნომრად განთესილ გერმანელ დინა პფიცენმაიერს და ჰოლანდიელ სინდი ბურგერს შორის უმჯობესი იქნება.

წყვილთა ტურნირში გორგოძემ და რუსმა ნატალია ორლოვამ მაკედონიელი სტოილკოვსკა და ჰოლანდიელი ვან რიინი 6:3, 6:0 დაამარცხეს და ასევე მეოთხედფინალში გააღწიეს.

0.111639