ჩოგბურთი

23:48 | 12.07.2013 | ნანახია 1048 - ჯერ

გორგოძე გერმანული ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ასპარეზობა ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო და ძირითად ბადეში გასვლის შემდეგაც წარმატებით ასპარეზობს.

ეკატერინემ მეოთხედფინალური შეხვედრა ასევე კვალიფიკაციის გამარჯვებულ ჰოლანდიელ ლისან ვან რიეტთან ჩაატარა და 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ქართველი გოგონა ნახევარფინალშიც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) ეთამაშება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი მე-3 და მე-7 ნომრად განთესილი ჩოგბურთელები ზეჩ-პესკირიჩი (სლოვენია) და ვან დერ მეეტი (ჰოლანდია) იბრძოლებენ.

ცნობისთვის, გერმანული ტურნირის ნახევარფინალში გასვლით გორგოძემ 24 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ფინალისტობისთვის 34 ქულაა გათვალისწინებული, ჩემპიონი კი 50 ქულას მიიღებს.

0.143316
1048