ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) კვალიფიკაცია დასძლია და უკვე, ძირითად ბადეში 1 მატჩის მოგებაც მოასწრო.
კვალიფიკაციაში მე-10 ნომრად განთესილმა გორგოძემ პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი გერმანელებს – ტაისია მორდერგერს და ლაურა შაედერს (მე-7 განთესვა), შესაბამისად, 6:3, 6:4 და 6:4, 7:5 სძლია.
ძირითად ბადეში ეკატერინე რუმინელ ელენა ბოგდანს გადაეყარა და ამჯერადაც ორ სეტში – 6:2, 6:4 იმარჯვა. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-8 განთესვის მქონე ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამპს და გერმანელ კაროლინ დანიელსს შორის უმჯობესს ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და უკრაინის სახელით მოთამაშე ოლეკსანდრა კორაშვილი მე-3 ნომრად განთესილ რუსულ-მექსიკურ დუეტს (კუშკოვა-ზაკარიასი) გაეჯიბრებიან.
სტამბულში ვაჟთა 10-ათასიან ტურნირზე პირველი რაუნდი დასძლია ალექსანდრე მეტრეველმა. მან რუს ანტონ მანეგინს 6:2, 7:6 (10:8) სძლია და შემდეგ წრეში 1-ლი განთესვის მქონე ფრანგ მარიეს და ბრაზილიელ კუნიას წყვილში უძლიერესს
რაც შეეხება კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ გიორგი ცივაძეს, მან რუმინელ კოსტინ პავალთან 6:7 (7:9), 1:6 წააგო. წყვილებში მეტრეველი და ცივაძე ხსენებულ პავალთან და ავსტრალიელ სოფაერთან 6:7 (3:7), 4:6 დამარცხდნენ.
სტამბულშივე 42 500-იან ტურნირს ერთეულთა შეჯიბრის დარად, წყვილებშიც გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. მან და თურქმა ტუნა ალთუნამ რუსეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ გაბაშვილთან და ბელგიელ გოფინთან 3:6, 3:6 წააგეს.