ეგვიპტის ქალაქ სუეცში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარი გახლდათ, ქართველმა ეკატერინე გორგოძემ ფინალში გასვლა შეძლო, იქ კი მარცხი განიცადა.
გორგოძეს გადამწყვეტ მატჩამდე მისასვლელად სამი შეხვედრის მოგება დასჭირდა. ეკატერინემ იტალიელი ანდრეა-როქსანა ვაიდეანუ 6:1, 4:6, 6:3 დაამარცხა, მე-7 ნომრად განთესილ რუმინელ სიმონა-იულია მატეის 6:2, 6:2 სძლია, ესტონელ მარგიტ რუუტელს 6:7 (3:7), 7:5, 6:4 მოუგო, შემდეგ კი პირველი რეიტინგის მქონე ყირგიზ ქსენია პალკინასაც გაუმკლავდა – 6:2, 6:7 (3:7), 6:3.
ფინალურ მატჩში გორგოძე მე-6 ნომრად განთესილ რუს მარტა სიროტკინას გადაეყარა და 3:6, 1:6 წააგო. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში მე-4 განთესვის მქონე სოფო ქვაცაბაიას 7:5, 7:5 სძლია, ნახევარფინალში კი მე-8 რეიტინგით მოასპარეზე მქონე თათია მიქაძე 6:2, 6:0 დაამარცხა.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში მიქაძემ და უკრაინელმა ხარჩენკომ ფრანგ ბერგოსთან და სამხრეთაფრიკელ სიმონდსთან 6:7 (5:7), 1:6 წააგეს.







