ჩოგბურთი

22:12 | 27.02.2014 | ნანახია 1083 - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში წინ მიიწევენ

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწიეს.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ ფრანგი ვიკტორია მუნტეანი 6:4, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში რუმინელ კრისტინა ადამესკუს გაეჯიბრება.

მომდევნო წრეში მე-6 განთესვის მქონე მაკედონიელი ლინა გორჩეშკა ელის ქვაცაბაიას, რომელმაც გზიდან ამერიკელი მალიკა როუზი ჩამოიცილა – 6:3, 6:0.

წყვილთა ტურნირში გორგოძემ და ქვაცაბაიამ (მე-2 განთესვა) ზელანდიელ დიან ჰოლანდსს და ფრანგ მუნტეანს 6:0, 4:6, 10:3 მოუგეს და ნახევარფინალში რუმინელებს – ნიკოლეტა-კატალინა დასკალუს და რალუკა გეორგიანა სერბანს ეთამაშებიან. 

 

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:26 | 02.03.2014
megri_optimati (1612)

რა ხდება გოგროძეს თამაში არ დაიწყო ფინალი ანთალიაში? ხომ არ იცით რომელ საიტზეა?

04:36 | 01.03.2014
nikola1313 (197)

ერთეულებში ნახევარფინალში გავიდნენ წყვილებში წააგეს. განთესვის მიხედვით გოგროძეს საუკეთესო შანსი აქვს ამ ტურნირის მოგების. წარმატებები გოგოებს

20:25 | 28.02.2014
ogafa (10220)

ყოჩაღ წარმატებები

10:42 | 28.02.2014
braziliano84 (1301)

კარგია,წარმატებები...

00:25 | 28.02.2014
mindoza09 (294)

წარმატებები

0.122843