ფეხბურთი

17:55 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორელიშვილი რუსეთის მეორე დივიზიონის კლუბში ისინჯება

გორის “დილას” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი რუსეთის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ “ტოსნოში” ისინჯება. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი onedivision.ru იუწყება.

გორელიშვილი, რომელიც ამჟამად 20 წლისაა, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში “დილაში” თამაშობდა. მან საქართველოს ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

გორელიშვილმა გორელთა რიგებში ევროპის ლიგაზე 5-ჯერ ითამაშა და 2 გოლი შეაგდო. მან თავი ორივეჯერ შარშან ზაფხულში დანიის “ოლბორგთან” 3:0 მოგებულ მატჩში გამოიჩინა. იგი რუსეთის მოქალაქეა და ამიტომ, ხსნებული ქვეყნის მეორე დივიზიონში თამაშის უფლება აქვს.  

აქვე გეტყვით, რომ “ტოსნო” რუსეთის მეორე დივიზიონის დასავლეთ ზონაში მეორე ადგილზეა და პირველ დივიზიონში გადასვლა სურს.


0.127293