შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის თაოსნობით, გორის ძიუდოს დარბაზმა სპორტის ცნობილი მეცენატის, ამური სამადალაშვილის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა. ტატამზე 1992-1995 წლებში დაბადებული ძიუდოისტები გავიდნენ. შეჯიბრს საფუძველი 2009 წლის შემოდგომაზე ჩაეყარა და მაშინ მასში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლებმა მიიღეს. ამჯერად კი, შიდა საზღვრები შეიკვეცა – ქართველთაგან, კიმონო მხოლოდ შიდაქართლელმა ბავშვებმა მოირგეს, თუმც ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო. გორს აზერბაიჯანის დელეგაცია ესტუმრა.
ჩემპიონები ყველა წონაში გორელი სპორტსმენები გახდნენ, თუმც ყველაზე ტექნიკური მოჭიდავისთვის დაწესებული პრიზი აზერბაიჯანელი ელნურ ისმაილოვმა აიღო, რომელიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამ წონაში პირველი ადგილი მინდია ღოლიჯაშვილმა დაიკავა.
50 კილოგრამში ყველას ბექა შავდათუაშვილმა აჯობა, 60-ში ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გახდა, 66-ში - ლაშა შავდათუაშვილი, 73-ში - ნიკა გოგინაშვილი, 81-ში - აკო ზაალიშვილი, ხოლო მძიმე წონაში – გიგა გელაშვილი.
ოთარ მაღლაკელიძე







