ფეხბურთი

13:26 | 8.09.2014 | ნანახია 2612 - ჯერ

გორდონ სტრაჩანი: “შევეცდებით დაკარგული მომდევნო მატჩში ავინაზღაუროთ”

შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად გერმანიასთან მარცხის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე დადებით შედეგს ელოდა.

“შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ასევე, ვგრძნობ, რომ იმედგაცრუებულნი არიან მოთამაშეები და გულშემატკივრები, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. გერმანია უკეთესად გამოიყურებოდა და უფრო ბევრი მომენტი შექმნა. ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა, შეხვედრის მეორე ნახევარში გაცილებით თავისუფლად ვმოქმედებდით და დადებითი შედეგის ჩვენება შეგვეძლო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქულას მოვიპოვებდით.

რაღაც მომენტში ისიც კი მეგონა, რომ გავიმარჯვებდით. თუმცა, არაფრის გარეშე დავრჩით. შევეცდებით დაკარგული მომდევნო მატჩში ავინაზღაუროთ. როდესაც შენს წინააღმდეგ თომას მიულერი თამაშობს, რომელიც მაღლა ხტება, შესაძლოა გოლის გაშვებას თავი ვერ აარიდო. ეს მოთამაშე უბრალოდ რაღაც მანქანაა” – იუწყება სტრაჩანის სიტყვებს BBჩ-ი.

აქვე გეტყვით, რომ შოტლანდიის ნაკრების ევრო-2016-ის შესარჩევში მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს გლაზგოში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:51 | 06.04.2018
ირაკლი1986 (2288)

ის არ გინდათ ეს არ გინდათ...აქეფანაც იმასიქნა და იქედანაც ასე არ არის ძმაო )))))ბიჯო აბა იტალიას,საფრანგეთს,ინგლისს ესპანეთს და ა.შ ჩვენ ვერუგებთ და ეხლა ჩვენი დონის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში და მოვიგებთ მაინც,მოგებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება მომავალ თაობას.

21:29 | 04.04.2018
ogafa (10220)

წარმატებები

17:30 | 04.04.2018
xxl_777 (2238)

D ლიგა თუ მოვიგეთ C ლიგაში გადავინაცვლებთ და ასე შემდეგ.რა რაგბის პრინციპები

16:59 | 04.04.2018
Buratino (3505)

როგორც ვატყობ, უეფამ ჩეფერინის მეთაურობით რაგბის შეფების პრინციპები გადმოიღო - სანაკრებო ფეხბურთი დონეებად დაიყო. ჰოდა, აწი ელიტურ გუნდებთან ტესტ-მატჩებზე საუბარი ზედმეტია - შეგვიძლია მაქსიმუმ დიდ ტურნირებზე ვეთამაშოთ

17:05 | 04.04.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

სამაგიეროდ, ვისაც შევხვდებით ყველას მოვუგებთ და მერე ნახე ახალი ლოზუნგი - ფეხბურთი(ც) ჩვენი თამაშიაო

17:04 | 04.04.2018
lagashi (6738)

რატომ? ამ ერთა ლიგას გარდა ცალკე ძველებური სისტემითაც ხომ უნდა ჩატარდეს ევრო 2020 ის შესარჩევი? თუ ვცდები?!

17:31 | 04.04.2018
O. Mertskhali (8101)

არ ცდები... თუმცა ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ჩვეულებრივ შასარჩევებზე საერთოდ არ მიდის საუბარი და თან ევროპის ჩემპიონატი მოხვედრა (სადაც (დაახლოებით) 50 ქვეყნიდან, (დაახლოებით) ნახევარი ხვდება) უნდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რანგში შემოგვტენონ ))

17:00 | 04.04.2018
Buratino (3505)

ბოლოში უნდა დამეწერა "თუ საერთოდ გავალთ"

16:55 | 04.04.2018
BEERTRANCE (97819)

რა გინდათ ვინცაა ჩვენი დონე იმათთან ვთამაშობთ

16:30 | 04.04.2018
playmaker (4749)

ასეთ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და რა აზრი აქვს აბა საფრანგეთთან თამაშს და წაგებას )))

15:24 | 04.04.2018
სავაშა__ (6590)

ესეთ გუნდებთან გამარჯვებები თავდაჯერებას მაინც შეგვმატებს.

15:15 | 04.04.2018
FC.BAYERN+GERMANY (10046)

საღოლ დედამოტნული მეტოქეები აგირჩევიათ

0.067722
2612