ლატვიის თასის 1/16-ფინალში, დაუგავპილსის “დაუგავამ”, სადაც მამუკა ღონღაძე გამოდის, ქვედალიგელ “უპესციემს” 4:0 აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე ანგარიში 2:0 გაზარდა.
ღონღაძემ მიმდინარე სეზონი “ილუკსტეში” დაიწყო, სადაც “დაუგავამ” გაანათხოვრა. თუმცა, დაუგავპილსელებმა გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს კვლავ უკან უხმეს. შეგახსენებთ, რომ “დაუგავა” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.