ფეხბურთი

18:27 | 22.03.2013 | ნანახია 487 - ჯერ

გომესი ყახაზეთთან ვერ ითამაშებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მარიო გომესი ტრავმირებულია და ის ყაზახეთთან გასამართ პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

Sky Sports-ის ცნობით, ევროვნული გუნდის შეკრებაზე მყოფმა გომესმა, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, თეძოს კუნთი დაიზიანა და მას რამდენიმე დღით დასვენება სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ 27 წლის თავდამსხმელი ყაზახეთსა და გერმანიას შორის დღეს გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. 4 დღეში, გუნდები ერთმანეთს უკვე გერმანიაში დაუპირისპირდებიან და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გომესი იმ შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია მიროსლავ კლოზეც, ხოლო შტეფან კისლინგი იოახიმ ლიოვის რჩეულთა მიღმა დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანელთა განკარგულებაში ერთადერთი თავდამსხმელი, ლუკას პოდოლსკია.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:05 | 22.03.2013
morientes (214)

zestamania

მატრი და ჟირუ დაგავიწყდა?

22:32 | 22.03.2013
სავაშა'ს ბულკიN2 (363)

ისე უჭირთ ამის გარეშე 2-0 ია უკვე...გომესი თუ ვეღარ შეცვალა გერმანიამ კარგად ყოფილა მაშინ საქმე...

20:02 | 22.03.2013
zestamania (709)

გომესი საუკეთესო ცენტრფორვარდია ვან პერსის შემდეგ.

22:11 | 22.03.2013
babubabu (17085)

ღადაობ???

23:31 | 22.03.2013
zestamania (709)

დამისახელე აბა ვინ არის ამაზე უკეთესი

20:01 | 22.03.2013
madrid (1274)

ისედაც მოუგებენ რა პრობლემაა

16:40 | 26.03.2013
რომა ხოჯავა (21)

კლოზე ძმა

19:06 | 22.03.2013
mirian (704)

"ზნაჩიტ" 0:0 დამთავრებულა..

18:59 | 22.03.2013
babubabu (17085)

ქართველებმა ვიდარდოთ ვინ ვათამაშოთ ფრანგებთან თორემ ამათ რა უჭირთ

18:59 | 22.03.2013
babubabu (17085)

გვადარდეთ ეხლა მაინც გადაუვლიან...ან არ იყოს ეხლა გომესი გამოუცვლელი კადრი

18:48 | 22.03.2013
gio--83 (4097)

კისლინგს შანსი მიეცი რა ვინაა ეს ჩლუნგი

18:32 | 22.03.2013
Lucky Luciano (3296)

მაინც გადაუვლიან

0.116427