ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი მარიო გომესი ტრავმის გამო მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებს. გერმანელმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი სერია ა-ს ბოლო ტურში “ატალანტასთან” მატჩში გაიჭიმა.
აღსანიშნავია, რომ 29 წლის გომესმა გასული სეზონის დიდი ნაწილიც ტრავმის გამო გამოტოვა, მიმდინარე ჩემპიონატში კი 3 თამაში ჩაატარა, თუმცა, გოლი არ გაუტანია.
ცნობისთვის, შეტევის ხაზში, ეს ფლორენციელთა პირველი დანაკლისი არ გახლავთ. მუხლზე გაკეთებული ოპერაციის კვალად, ჯერაც რეაბილიტაციის კურსს გადის ჯუზეპე როსი.