ფეხბურთი

3:58 | 31.10.2013 | ნანახია 5784 - ჯერ

გოლების წვიმა მადრიდში და სენსაცია „მესტალიაზე“

მადრიდის „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩში, უხვგოლიანობა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 10 გოლი გავიდოდა. ანდალუსიელებმა პირველ ტაიმში გაიბრძოლეს, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში საბოლოოდ გატყნენ და „სამეფო კლუბმაც“ დიდი ანგარიშით იმარჯვა.

ბრწყინვალედ გაისარჯა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გარეტ ბეილი, რომელიც 2 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა. ანგარიშიც სწორედ უელსელმა გახსნა – კარიმ ბენზემას პასის შემდეგ, ბურთი დაამუშავა და მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა. რამდენიმე წუთში, რეკოშეტის წყალობით, ბეილი დუბლიც ავტორიც გახდა. 32–ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გამოიყენა და ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.

საქმე ისე მიდიოდა, თითქოს „რეალს“ 3 ქულა უკვე ჯიბეში ედო, მაგრამ სევილიელებმა მასპინძლები გვარიანად აანერვიულეს – ჯერ ივან რაკიტიჩმა თერთმეტმეტრიანით აიღო მასპინძელთა კარი, შემდეგ კი, კარლოს ბაკამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

შესვენების შემდეგ, „რეალი“ დომინირებდა, რაც ტაბლოზეც ნათლად აისახა. დასკვნით 45 წუთში, მადრიდელებმა მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და 7:3 იმარჯვეს.

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა „მესტალიაზე“, სადაც „ვალენსიამ“ ბოლოადგილოსან „ალმერიას“ უმასპინძლა. „ღამურებმა“ პირველი ტაიმი ჟონასის ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მოდუნდნენ და ამისთვის მკაცრად დაისაჯნენ – „ალმერიამ“ მასპინძელთა კარი 2–ჯერ აიღო და შინ 3 ქულით დაბრუნდა.

რაც შეეხებათ დღის დანარჩენ მატჩებს, „ვალიადოლიდი“ „სოსიედადს“ დაუზავდა, „ოსასუნამ“ კი, „რაიო ვალიეკანოს“ სძლია.

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 15000

ვალიადოლიდი – სოსიედადი 2:2 (0:1)

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ებერტი, ბარაჰა (ალვარო 46), ლარსონი, როსი, რამა (ომარი 67), გერა (ჰაენი 88).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, მარტინესი, კადამურო, პრიეტო, სურუტუსა, ბერგარა, გრიზმანი (პარდო 77), ველა, სეფეროვიჩი (აგირეჩე 71).

მწვრთნელი: ჰაგოგა არასატე

გოლი: 0:1 გრიზმანი (16), 0:1 გრიზმანი (0:2), 1:2 ლარსონი (76), 2:2 გერა (78)

გაფრთხილება: რუედა (30), ებერტი (45), როსი (49), ალვარო (60) – გონსალესი (90)

კარში დარტყმა: 18 (7) – 16 (6) ჯარიმა: 15 - 7 კუთხური: 11 - 4 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 4 – 5

 

ვალენსია. „მესტალია“. 27000

ვალენსია – ალმერია 1:2 (1:0)

ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე, პერეირა, გუარდადო (ბერნატი 40), ფუეგო, ფეგული (ალკასერი 82), პარეხო, კარტაბია (კანალესი 62), პოშტიგა, ჟონასი.

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

ალმერია: ესტებანი, ნელსონი, დუბარბიერი, ტორსილერი, პელერანო (ვიდალი 46), ტრუხილიო, ვერსა, აზიზი, სუსო, ბარბოსა (სორიანო 57), როდრი (დიასი 88).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: 1:0 ჟონასი (33), 1:1 ტორსილერი (62), 1:2 ვიდალი (70)

გაფრთხილება: დუბარბიერი (20), ბარბოსა (29), პელერანო (35), ნელსონი (83), სუსო (85)

კარში დარტყმა: 19 (7) – 8 (4) ჯარიმა: 14 - 17 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 2 – 6

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 11109

ოსასუნა – რაიო 3:1 (2:0)

ოსასუნა: ფერნანდესი, ლოტიე, ორიოლი (ფლანიო 81), არიბასი, სანხურხო, სილვა, დე ლას კუევასი, სეხუდო (პუნიალი 67), ტორესი, ლოე, რიერა (ლოლო 82).

მწვრთნელი: ხავი გარსია

რაიო: რუბენი, არბილია, ტიტო, ხალვესი, გონსალესი, ტრასორასი, საული, ფალკე (ემბარბა 64), ვიერა, ბუენო (ლარივეი 60), ბანგურა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: 1:0 სანხურხო (1), 2:0 რიერა (13), 3:0 ტორესი (58), 3:1 ხალვესი (72)

გაფრთხილება: საული (30), არბილია (60)

გაძევება: დე ლას კუევასი (66)

კარში დარტყმა: 10 (6) – 21 (5) ჯარიმა: 10 - 9 კუთხური: 5 - 10 თამაშგარე: 3 - 7 ბურთის ფლობა: 30% - 70% სეივი: 4 – 3

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 70000

რეალი – სევილია 7:3 (3:2)

რეალი: ლოპესი, რამოსი, არბელოა, მარსელო, ვარანი, ხედირა (დი მარია 82), ბეილი, ილიარამენდი (ალონსო 64), ისკო (მოდრიჩი 71), რონალდუ, ბენზემა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

სევილია: ბეტუ, ნავარო, პარეხა, კარისუ, ფიგეირაში, მორენო, მბია, რაკიტიჩი, მაჩინი (რეიესი 83), სამპერიო (გამეირო 62), ბაკა (პეროტი 62).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 1:0 ბეილი (14), 2:0 ბეილი (27), 3:0 რონალდუ (32პ.), 3:1 რაკიტიჩი (38პ.), 3:2 ბაკა (40), 4:2 ბენზემა (53), 5:2 რონალდუ (60), 5:3 რაკიტიჩი (63), 6:3 რონალდუ (71), 7:3 ბენზემა (80)

გაფრთხილება: რამოსი (37), არბელოა (65), ხედირა (66) – მორენო (25), მბია (58)

გაძევება: მბია (76)

კარში დარტყმა: 18 (10) – 16 (6) ჯარიმა: 17 - 15 კუთხური: 2 - 1 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 3 – 3


კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:53 | 31.10.2013
NGoLo KaNte (36472)

მაგარი იგრა იყო

17:58 | 31.10.2013
Sex Pistols (119)

პენალდო პენალდოს რომ გაიძახიან აქ გენიოსები , პენალტი რომ დაიდება არ უნდა გაიტანოს თუ როგორ არის ეგ თქვენ წესებში ?

20:30 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

თუ ჩემზე გაქვს ლაპარაკი მაშინ ასეთ პასუხს გაგცემ. იმას რომ მოგონილი პენალტი არ იდებოდეს ლიჩნად ჩემთვის გენიოსობა არ ჭირდება. შენთვის ამ სიტყვით თამაში შეიძლება იყოს კიდეც არ გამოვრიცხავ და არც მიკვირს

18:54 | 31.10.2013
NGoLo KaNte (36472)

+1

14:07 | 31.10.2013
vendetta22 (4308)

Madrileño- მე ვარ ერთ-ერთი ის პიროვნება რომელიც ინგლისური ფეხბურთის ქომაგია და სანახაობრივადაც ამჯობინებს ესპანთის ჩემპიონატს ინგლისის პრემიერლიგას, ზოგადად სანახაობრივად რომ ჯობია ეიპლი პრიმერას ეგ ფაქტია, ნუ გუშინდელი თამაშშს რაც შეეხება კიდე ეგ ისეთი მატჩი იყო რომ რავი მე, ჯერ ნახევრზე მეტ ჩატარებულ ელ კლასიკოებს ხო ჯობდა, პლიუს ამას ყველაფერი იყო რაც საფეხბურთო ფილოსოფიაში შეილება მოხდეს, მართლა მაგარი თამაში იყო ალბათ ერთ-ერთი წლის საუკეთესო მატჩი, ბურთი ცენტრში არ გაჩერებულა, დინამიკა იყო ძაან მაღალი და სწორედ ამის დამსახურბთ გამოვიდა სასწაული მატჩი, არავინ არ შემეკამათოს რომ ფეხბურთის ყურება მაღალ სისწრაფეებზე უფრო საოცარია და სნახაობრივი ვიდრე გაუთავებელი ტიტი კაკა, ან კიდე დამჯდარი ფეხბურთი, რეალმა ფეხბურთი ითამაშა და მოწინააღმდეგესაც მისცა ამის საშუალება, ხო შეელო 3-0-ზე გაჩერებულყვნენ და ბურთი გაეგორებინათ, დედა ბიჯო ისეთი დაბალი დონის მოთამაშეებითა დაკომპლექტებული ვერ მოახერხებდნენ ამას, მარა მაყურებელს პატივი სცეს და გახსნილი და ლაღი ფეხბურთი ითამაშე-"თეთრი ბალეტი" , ცოტა დაძაბულობა რომ ყოფილიყო მატჩის ბოლომდე მართლა ძაან-ძაან სერიოზული იქნებოდა, ნუ მადლობა ორივე გუნდს ამ კარგი და სანახაობრივი მატჩისთვის, მე პირადად ძაან მომეწონა ეგ მატჩი, აი ასეთი მატჩების უმრავლესობა თუ იქნება პრიმერაში, მაშინ ნამდვილად აღარ ვიტყვი პრემიერლიგა ჯობია პრიმერა დივიზიონს მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი სანახაობრივი და სწრაფ ტემპში ჩატარებული მატჩები მწირია ესპანეთში, ესპანეთში კი არა ინგლისშიდაც იკლო მემგონი ასეთი მატჩების რიცხვმა, რაშია საქმე ჯერჯერობით არ ვიცი, იმედია კიდე უფრო მეტი ცეცხლი დაინთება ეიპლში! რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს სტატუსი შიცვალა და ორგუნდას ნაცვლად დაერქვა სამგუნდა "ბარსა-ატლეტკო-რეალი" მიღწევააა და წინსვლაა, მინდა მოგილოცოთ პრიმერას ქომაგებო!

14:33 | 31.10.2013
emigranti77 (33455)

პრემიერლიგა 5 გუნდაა ხო1? და მაგ გონია ჩეპ0იოანტის სიზლიერეს გამო0ხატავს? იმაზე არგიფიქრია როპრემიერლიგის გუნდები ზაან დასუსტებულები არიან და მიტო არის ასეთი კონკურენცია? თუარადა გამოჩნდა ლიგაზე როგორ აგებს პირველზე მყოფი არსენალი დორტმუნდთან საკუთარ მოედანზე და როგორ უშანსოდ აგებს ბავარიასთან სიტი საკუთარო მოედანზე,ბაზელზე და ჩელსიზე აღარაფერს ვიტყვი,
აქ სიზლიერე და დაზაბულობას ერთმანეთში რატო ურევთ ვერ გხდები,

12:34 | 31.10.2013
shakooo7 (2507)

ბენზემას გააჟმევინეთ, დალშე კაი გუნდია. რაგბიში 19 წლამდელთა ფინალში რო გავიდა საქართველო რატო არაფერს წერთ, თუ მივეჩვიეთ უკვე და რეაქცია აღარ გვაქვს?

12:44 | 31.10.2013
babubabu (17085)

რაგბის გვერდზე გადადი აქ რა უნდა რაგბზე ინფოს?

12:18 | 31.10.2013
babubabu (17085)

პენალტებზე ბასრობს ხალხი კიდე სხვათაშორის 2013 წელს ორივეს ტანაბრად აქვს პენალტი დარტყმული 8-8ზე ასე რომ....DDDDDDDD

14:27 | 31.10.2013
emigranti77 (33455)

პრიმერაში ყველაზე მეტი პენალტი პენალდოს აქვს დარტყმული

12:14 | 31.10.2013
milani (1113)

მერე რამოსზე იტყვით მაგარიაო, მაგარი ჯოგია

11:58 | 31.10.2013
kluivert-9 (671)

როგორც იქნა მზიანი დღე გაუთენდა ბეილს და ბენზემას რა გამგელებული თამაშობდენ ტიპები ისეთი შემართებით იყვნენ თითქოს ლიგის ფინალი იყო სუდიამ როგორც ყოველთვის იმენა ჩაი.....სვარა რა!!! გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, და კრისტინა აგილერას ჰეთრიკს

11:37 | 31.10.2013
Madrileño (26972)

ეპლის ფანები სად არიან გამოვიდნენ ვიცნოთ )))

11:57 | 31.10.2013
alejandro (44439)

რა გინდა მაგათგან,რის მოსმენას ელი?

12:43 | 31.10.2013
Madrileño (26972)

იმის რო ლალიგა სანახაობრივად არ ვარგა ))))

11:16 | 31.10.2013
komentatori (2299)

ვალენსიას მწვრთნელს დაენზრა. სად იპოვეს ისე

11:14 | 31.10.2013
shakooo7 (2507)

ალმერიას 2 იანი დავსვი 7.0 იანი კუში

11:05 | 31.10.2013
alejandro (44439)

ეს იყო გიჟური ღამე ბერნაბეუზე!...
3 გაშვებული გოლი ძალიან არ მომეწონა,მაგრამ თამაშმა თავისი ხასიათიდან გამომდინარე მეც ამაშვებინა და ბოლომდე გავუტიე შუა ღამეს ! D:
ალონსოს დაბრუნება გამიხარდა და როგორი ოვაციებით შეხვდა ინჩადა.
ამიერიდან ინჩადა მუდამ თბილად უნდა მოექცეს ალონსოს.
ასევე ილიარამენდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ალონსოს სტილი აქვს აშკარად D:
ჩვენმა ბენზომაც შეაგდო,თანაც ორი. როგორ გაიქცა და ჩაეხუტა მამიკოს? D:

11:31 | 31.10.2013
galaqtiko (3488)

მამიკოსაც როგორ გაუხარდა მერე თან :დ

11:03 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

ადმინ ამ სალ ვეგას რომ აგდებს თქვენი აზრით რეკლამაა? ისე შემაზიზღა თავი და იმდენი მაგინებინა მე მაგ საიტზე შემსვლელი ნაღდად არ ვარ

10:57 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

r.m.c.f ესპანელი მსაჯები წელს ფეხბურთში ძაააან ... აზრზე ხარ მსაჯზე რომ მაგას იტყვი

10:54 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

წინა სეზონზე იმას აპელირებდით მესის უფრო მეტი პენალტი აქვს გატანილიო, სეზონის შუაში როცა 2 თერმთმეტმეტრიანით მეტი ქონდა დარტყმული არადა ყოველი სეზონი ისე მთავრდება მინიმუმ 4-5 პენალტი რონის მეტი აქვს

10:49 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

ეს უკვე მესამე გოლი რომელიც არ უნდა გაეტანა რონალდუს სექტემბრიდან ვამბობ და რაც მე დავთვალე გახდება პიჩიჩი მადრიდისტებო ნუ ნერვიულობთ ასეთ იავნი სიმულაციაზე კაცს აგდებენ და აქ პენალტს პენალტზე დებენ ბლიაააა

10:51 | 31.10.2013
RMA FANS (3925)

რატო არ უნდა გაეტანა??? )

10:52 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

იმიტომ რომ მოგონილი პენალტები დადეს რატომ?

10:54 | 31.10.2013
El Capitano 7 (35967)

პენალტები უკომენტაროდ ისკოზე მაგარი გააძრო ჯერ
რამოსზეც იგივე მოიგონა
რონალდომ აშკარად ჯერე ბურთზე ითამაშა თანაც მცირეოდენით მაგრამ მაინც გარეთ

10:53 | 31.10.2013
RMA FANS (3925)

ეგრე მეორეც მოგონილი იყო

10:56 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

არა მე მსაჯზე კი არ მაქვს პრეტენზია 3 ქულა ააღებინათქო არა მოგებით გადაურბინა სევილიას ბაზარი არაა პროსტა უკვე ბევრი ძალიან აშკარა სისულელე იდება რომელიც სტატისტიკაშI გოლად ითვლება

10:43 | 31.10.2013
El Capitano 7 (35967)

ისევ შევახსენებ საიტს 91 მილიონი და არაყველაზე ძვირადღირებული ყველაზემ სამი შეაგდო და ბლატერს მიასვა ეს ერთი მეორეში რეალს 4 უპასუხო გოლი არ გაუტანია ერთი გაუშვა კიდეც
თამაში კიდე მაგრად მომეწონა ძალიან კარგი იყო გუნდი შეტევაში მარა დაცვა ასეთი დაცვით ძაან გაგვიჭირდება არბელოას დრო დადგა სკამის ხეხვა დაიწყოს
91 მილიონიანმა და არა ყველაზე ძვირადღირებულმა ძალიან კარგად ითამაშა დაე ეგრე გააგრძელოს
ისკო ძალიან კარგი ათრია სევილიელები მარა ბოლოს პასი უგვიანდება ეგ არაფერი იმედია გამოასწორებს
მთავარსარდალი უკომენტაროდ
ბენზემა პირველად მოხდა როც 90 წუთის განმავლობაში არ მომიკითხია კარგად გაისარჯა
მთავარი და სასიხარულო დაბრუნდა ალონსო შემდეგ თამაშებში ალბათ უკვე ძირითადში ვიხილავთ ასევე ილარასთან ერთად
მთავარი მაინც დაცვის გამოსწორებაა ამას კიდე კაპიტნის დაბრუნება ჭირდება
გაცილებით დიდი ავტორიტეტია კასო უკანა ხაზისთვის ვიდრე ლოპესი
ჰალა მადრიდ !!!

10:46 | 31.10.2013
El Capitano 7 (35967)

მსაჯი როგორ გამომრჩა აი ნამდვილი ჩამოსხმა ტიპმა რა პენალტები დანიშნა

10:46 | 31.10.2013
giorealist (2121)

კასილასის დროსაც ეშლებოდათ მცველებს რაღაცეები.. მთავარია თავად მცველები იყვნენ შეკრულები.

10:55 | 31.10.2013
El Capitano 7 (35967)

ხოდა როცა კასო დგას გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან ვიდრე ლოპესი

10:43 | 31.10.2013
Zico10 (9915)

პროსტა ამ გუნდის ფანებმა სხვა გუნდის სიმულანტობაზე რატო უნდა ილაპარაკოს? დი მარია, რონალოდს დაემატა ბეილი

0?'>http://www.youtube.com/watch?v=3GV2TjjTpCU&feature=youtu.be&a':'>http://www.youtube.com/watch?v=3GV2TjjTpCU&feature=youtu.be&a'))

10:57 | 31.10.2013
alejandro (44439)

ოჰოჰო,იპოვა ერთი შავი ხვრელი D: D:
რა გინდა მერე,ხომ დადო მსაჯმა პენალტი? აი რონალდოზე რომ აქეთ არღვევდნენ წესებს და რეალის კარში დანიშნეს პენალტი ეგ როგორი იყო?არაუშავდა ხომ? D:

10:59 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

დარწმუნებული ვარ ამით ის არ უთქვია მსაჯის დახმარებით მოიგოო უბრალოდ ცუდი ტენდენცია შეინიშნება ისე თამაშით იფრინა რეალმა, ვაღიარებ და გაგახარებ

11:07 | 31.10.2013
alejandro (44439)

ისე ბეილმა სერიოზული განაცხადი გააკეთა გუშინდელი თამაშით.თუ ასე გააგრძელა ვერავინ იტყვის რეალმა ფული გადაყარაო D:

11:17 | 31.10.2013
GraF.C.B (3514)

მაგას მე ისედაც არ ვამბობდი ადრე თუ გვიან გაიხსნებოდა მაინც. უბრალოდ რაც უფრო გვიან მოხდება ეგ მით უკეთესი კულეებისათვის

10:35 | 31.10.2013
RMA FANS (3925)

კარგი თამაშები იყო ყოჩახ ბიჭებს )

10:34 | 31.10.2013
giorealist (2121)

ვალენსია-ალმერია აშკარად გაყიდული თამაში..
მეორე ბურთზე მეკარე რა სასაცილოდ ხტება საპირისპირო მიმართულებით..

10:47 | 31.10.2013
Lucky Luciano (3296)

ყოველ მეორე ადამიანს ეწერა ბილეთში და თან კი გამიკვირდა 1.5 რო ქონდა ალმერიასთან

10:30 | 31.10.2013
galaqtiko (3488)

რონალდო და ბეილი ფლანგებზე- არ უნდა კომენტარი :დ

რონიმ რა ჟესტი გაუკეთა ბლატერს :დ

18:55 | 31.10.2013
NGoLo KaNte (36472)

მოიკიტხა )

09:43 | 31.10.2013
Lucky Luciano (3296)

ეეეეხ ესპანეთში 4 გუნდის გარდა აღარავინ თამაშობს ფეხბურთს ეს ვალენსია კიდე რეებს ჩალიჩობს როდემდე უნდა ტეხოს გავარდებიან მგონი არადა ყველას ეწერა ვალეს მოგება და მერე მივხვდი რო მაგრა მივქარე კუშიც ქონდა ამხელა კუში მალაგებთან და რაიოებთან არ ქონდა და ალმერიასთან რატო ნეტა აფერისტები აირან რა

09:42 | 31.10.2013
Lucky Luciano (3296)

ეხ შემაზიზღა რა ამ სევილიამ თავი არადა ფაბიანოს და კანუტეს დროს მაგრად მევასებოდა რაგუნდია ეს ტო 7 გოლს რო გაუშვებ... |:@

08:55 | 31.10.2013
babubabu (17085)

მხოლოდ ამ საიტზე ამტკიცებენ კიდე რო ბეილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

15:31 | 31.10.2013
zazavar (424)

ვიკიპედიაზეც ეგრე წერია მგონი არა?

10:22 | 31.10.2013
del rey (668)

08:39 | 31.10.2013
italiafun-juventino (12319)

საღოლ გარეტას, ბენზემასაც გაუტანია DD

08:38 | 31.10.2013
italiafun-juventino (12319)

აუ ვალენსია დედა აქ გაფარჩაკებულიი (

08:25 | 31.10.2013
barceli (921)

ეს სევილია პერეს ხომ არ უყიდია ჩუმაათ სულ აგებს რეალთან და სულ დიდი ანგარიშით

08:55 | 31.10.2013
babubabu (17085)

ნწ ნწ ნწ

08:20 | 31.10.2013
BlaCkmoRe (MADRIDISTA.GE) (1427)

ბრწყინვალედ გაისარჯა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გარეტ ბეილი- შეიგნეთრმ რონალდუაა ხალხო ერთI წყარო მანახეთ სადაც ბეილს 100 მილიონი უწერია ყველგან სჰეცვალეს მას შემდეგ რაც ფიფამ დაადასტურა 91 მილიონი

10:23 | 31.10.2013
del rey (668)

ამათ ეგრე უნდათ

08:18 | 31.10.2013
BlaCkmoRe (MADRIDISTA.GE) (1427)

მაგარი იყო რეალი გუშინ ბეილი და რონალდუ ქარიშხალივით ბობოქრობდნენ ბერნაბეუზე

05:07 | 31.10.2013
Frusciante (2193)

კიდევ კარგი რო არ ვნახე,რა აიტანდა რეალის 7 გოლის ყურებას

04:32 | 31.10.2013
mushni (93569)

კაი იყო მართლა --ყოჩაღ რეალს მარა --დაცვა ხვედელიძე დაცვას მიხედე DDD

04:32 | 31.10.2013
mushni (93569)

რაკიტიჩს რო პენალტი გაეტანა 11გოლი იქნებოდა გასული DDD

04:31 | 31.10.2013
mushni (93569)

აუ რა იყო ეს DDD

0.124886