კალათბურთი

19:27 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტს" დევიდ ლი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

"გოლდენ სტეიტის" მძიმე ფორვარდმა დევიდ ლიმ, პლეი ოფის პირველი რაუნდის საწყის მატჩში "დენვერის" წინააღმდეგ ასპარეზობისას, მეოთხე მეოთხედში ჯავალ მაკგისთან შეჯახების შემდეგ ცუდად დაეცა პარკეტზე და ბარძაყის დაზიანება მიიღო. მან კოჭლობით დატოვა მოედანი და აღარც დაბრუნებულა.

მატჩისშემდგომმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ლის მყესები აქვს გაწყვეტილი და მისთვის მიმდინარე საპლეიოფო ბატალიები დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ დევიდი 2012-13 წლების სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მისი საშუალო მონაგარი 18,5 ქულა, 11,2 მოხსნა და 3,5 შედეგიანი გადაცემა იყო.

0.130792