იტალიურმა TuTtosport-მა გამოაცხადა ის 40 ფეხბურთელი, რომლებიც 2013 წლის Golden Boy-ს ნომინაციაში გამარჯვების კანდიდატები იქნებიან. ეს ინდივიდუალური ტიტული იტალიურმა გამოცემამ 2003 წლიდან დააწესა და გადაეცემა 21-წლამდე ფეხბურთელს, რომელმაც ის წელიწადი ყველაზე ძლიერად ჩაატარა.
ერთი პირობა: ერთ ფეხბურთელს თუ მოგებული აქვს ტიტული, შემდეგ აღარ აძლევენ. მაგალითად, ლეო მესის ერთხელ აქვს – 2005 წელს.
წლევანდელ კანდიდატებს შორის რამდენიმე ფავორიტია გამოკვეთილი: რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი"), პოლ პოგბა ("იუვენტუსი"), იულიან დრექსლერი ("შალკე"), რაფაელ ვარანი ("რეალი"), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ("არსენალი").
აქვე, ტიტულის ყველა მფლობელი:
2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი, 2004 – უეინ რუნი, 2005 – ლეო მესი, 2006 – სესკ ფაბრეგასი, 2007 – სერხიო აგუერო, 2008 – ანდერსონი, 2009 – პატო, 2010 – მარიო ბალოტელი, 2011 – მარიო გიოტცე, 2012 – ისკო.