ფეხბურთი

17:54 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოიკოეჩეა: “რონალდუს მხვერპლის იმიჯი ხალხზე მოქმედებს”

წარსულში ცნობილი ბასკი ფეხბურთელი და ამჟამად ეკვატორული გვინეის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდონი გოიკოეჩეა “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში თავის ფავორიტად კრიშტიანუ რონალდუს ასახელებს და ამის მიზეზზეც საუბრობს.

“პირველი ადგილი რონალდუს მივაკუთვნე, შემდეგ კი ხმა ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას მივეცი. მესი კვლავ საუკეთესოდ რჩება, მაგრამ მიმდინარე წელს მას ბევრ რამეში არ გაუმართლა. რონალდუს კი მსხვერპლის იმიჯი აქვს შექმნილი, რაც ხალხის აზრის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს.” – აცხადებს ანდონი გოიკოეჩეა.

0.117243