რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-8 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, სადაც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი ირჯებიან, სტუმრად კრასნოიარსკის “ენისეი” 1:0 დაამარცხა.
ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გოგუა, 90-ე წუთზე ნათან ჟუნიორმა ჩაანაცვლა. ამ გამარჯვების შემდეგ, “სკა-ენერგიას” 8 ქულა აქვს და 19 გუნდში მე-6 ადგილი უკავია.
ორენბურგის “გაზოვიკი” გასვლაზე “სიბირს” დაუზავდა - 1:1. სტუმართა შემადგენლობაში ზურაბ არზიანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. “გაზოვიკი” 13 ქულით მე-4 პოზიციაზეა.