ფეხბურთი

21:43 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ და მარცვალაძემ კვლავ გაიტანეს

ვლადიკავკაზის “ალანიამ” რუსეთის პირველ დივიზიონში ლიდერ ტულის “არსენალს” 2:0 სძლია. ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გახსნა 29-ე წუთზე. ოთარი 82-ე წუთზე გოჩა ხოჯავამ შეცვალა. “ალანია” მესამე პოზიციაზეა.

ვალდას იავანაუსკასის გაწვრთნილმა “სკა-ენერგიამ” სტუმრად 2:1 სძლია “შინიკს”, გოგიტა გოგუამ კი კვლავ გაიტანა გოლი: მან 32-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში. ეს გოგუას მესამე გოლია სეზონში, მისი გუნდი კი წარუმატებელი სტარტის შემდეგ ზემოთ მიიწევს და მეექვსე ადგილზეა. გოგუა 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა.

მეორე საფეხურზე მყოფმა “მორდოვიამ” გასვლაზე 1:0 აჯობა მერაბ ურიდიას “ნეფტეხიმიკს”. ხუბუტია სასტარტოში გახლდათ და 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ურიდია 21-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. ხუბუტიამ გაფრთხილებაც მიიღო. 

ზურაბ არზიანის “გაზოვიკმა” შინ 4:0 მოუგო ნალჩიკის “სპარტაკს”. არზიანი განაცხადში არ იყო, ხოლო ნალჩიკელთა რიგებში 63-ე წუთიდან ითამაშეს დავით სირაძემ და გუჯა რუხაიამ. “გაზოვიკი” მეოთხე ადგილზეა, ხოლო ყაბარდო-ბალყარული “სპარტაკი” მე-16-ზე.   


0.119149