გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” პირველი მატჩი ჩაატარა.
მოსკოვთან ახლოს, ცარიცინოში შეკრებაზე მყოფმა ხაბაროვსკელებმა, სახლში დაბრუნებამდე ბოლო სპარინგი “უფასთან” გამართეს, რომელიც 1:1 დასრულდა. გოგუამ მოედანზე მეორე ტაიმი დაჰყო. სასტარტოში იყო გიორგი ნავალოვსკი, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს. შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე გორის “დილას” ექსფორვარდი ლეონარდო რამოსი.
აქვე გეტყვით, რომ ხაბაროვსკში დაბრუნების შემდეგ, გოგუა და რამოსი კლუბთან კონტრაქტს გააფორმებენ. ნავალოვსკი, რომელიც “სკა-ენერგიაში” განვლილ სეზონში თამაშობდა, ასევე, გუნდში რჩება. შეგახსენებთ, რომ ხსენებული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასია.