გოგიტა გოგუა კარიერას რუსეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” გააგრძელებს.
ხაბაროვსკელთა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ინტერნეტგამოცემა Sportbox.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ გოგუა კლუბთან კონტრაქტს “სკა-ენერგიას” შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ გააფორმებს.
განვლილი სეზონი გოგუამ გორის “დილაში” დაასრულა და ერთი კვირაა, რაც “სკა-ენერგიაში” ვარჯიშობს, რომლის მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელიას ნაცვლად ლიტველი ვალდას ივანაუსკასი დაინიშნა.