ფეხბურთი

14:29 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა სიმბოლურში მესამედ მოხვდა, ნავალოვსკი - პირველად

 

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი და ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

მიმდინარე სეზონში, ნავალოვსკის მსგავსი პატივი წილად პირველად ხვდა, ხოლო გოგუას – მესამედ.

“ხაბაროვსკელებმა “შინიკთან” საუცხოო მატჩი ჩაატარეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას მთელი გუნდი იმსახურებდა. ნავალოვსკიმ ტრადიციულად მარცხენა ფლანგი “აიკლო” და გუნდის მიერ გატანილ ორ გოლში უშუალოდ მონაწილეობდა: ჯერ გოგუას საუცხოო ვერტიკალური პასი მისცა, ხოლო მატჩი ნიკიფოროვისთვის იდეალური გადაცემით დაასრულა” – ასე შეაფასა onedivision.ru-მ ქართველი მარცხენა მცველის თამაში.  

“გოგუამ “შინიკის” კარში გასული სამივე გოლი “გააკეთა” და ეს ტურის ნაკრებში მოსახვედრად უკვე საკმარისია. თავდაპირველად გოგუამ ჰაერიდან საუცხოო პასი კარამიზენკოს მისცა, ხოლო შემდეგ “ჯარიმა” გამოიმუშავა და თვითონ დაჰკიდა ბურთი ჟუნიორზე, რომელმაც თავით გაიტანა. მეორე ტაიმში კარგი დრიბლინგით ბურთი მეტოქის საჯარიმოში “შეიტანა” და ნავალოვსკის გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, გოგუაზე თამაშის წესი ხუთჯერ დაარღვიეს” – იუწყება onedivision.ru გოგუას თაობაზე.

0.12155