კვიპროსზე შეკრებაზე მყოფი ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, რომელშიც გოგიტა გოგუა, კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი ირიცხებიან, რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის თასის გათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა.
ხსენებული ტურნირი ყოველწიურია და ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ტარდება. განვლილ მატჩში, გოგუამ და ალადაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნავალოვსკი მოედანზე არ გამოჩენილა. “სკა-ენერგიაში” ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მცველის ახრიკ ცვეიბას ვაჟი სანდრო ცვეიბა. მან 90 წუთი იასპარეზა და 84-ე წუთზე გააფრთხილეს.