ფეხბურთი

18:15 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა და ალადაშვილი “სკა-ენერგიას” ანთალიაში შეუერთდებიან

გოგიტა გოგუა და კახა ალადშვილი, რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” თურქულ შეკრებაზე შეუერთდებიან.

ხაბაროვსკელებმა პირველი შეკრება ისრაელში გაიარეს და გოგუა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, “სკა-ენერგიას” ოჯახური პრობლემების გამო გამოაკლდა. კერძოდ, მამა ჰყავდა შეუძლოდ.

რაც შეეხება ალადაშვილს, ამ უკანასკნელმა “სკა-ენერგიას” გორის “დილადან” მიაშურა, მაგრამ რუსეთის სამუშაო ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებდა და ამიტომ, ისრაელში ვერ გაემგზავრა.

ხსენებული ფეხბურთელების გარდა, ანთალიაში იქნება ხაბაროვსკელთა კიდევე რთი ქართველი, გიორგი ნავალოვსკი.

პირველი შეკრების მერე, “სკა-ენერგიას” თავკაცმა ვალდას ივანაუსკასმა, გუნდში ახრიკ ცვეიბასა და ალექსანდრე ვერულიძის დატოვებაზე უარი თქვა.

0.132547