სომხეთში “ბანანცმა” შინ 2:0 სძლია “ულისესს” და ამ შეხვედრაში ქართველმა უჩა გოგოლაძემ გახსნა ანგარიში. მან მე-12 წუთზე გაიტანა. შეხსენებისთვის, გოგოლაძემ წინა ტურში გადამწყვეტი გოლი შეაგდო ბოლო წუთებზე. უჩა, სომხეთში გადასვლამდე, ბელარუსის ბრესტის “დინამოში” გამოდიოდა. “ბანანცი” მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ “არარატს”.
აზერბაიჯანში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა “ინტერმა” გასვლაზე 1:0 აჯობა “სუმგაითს” და მესამე ადგილზეა. ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი მე-60 წუთზე შეცვალეს. გიორგი ლომაიას არ უთამაშია.
იტალიის სერია ბ-ში “ემპოლიმ” შინ 0:1 წააგო “აველინოსთან” და მართალია, მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ მდევრები მიუახლოვდნენ. ლევან მჭედლიძეს ტრავმა აქვს, ხოლო ირაკლი შეყილაძე კვლავაც სათადარიგო გახლდათ და თამაშში არ ჩართულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბანანც აქვს კაი შანსები ჩემპიონის ტიტულისთვის, არარატი ეხლა ცოტა ფორმაშია!
ასეთი გამრთული და სწორი ქართული კარგა ხანია არ მომისმენია, ყოჩაღ ჰრაჩო !
სავაშა__
მე მგონი სერია ც-ში თამაშის უფლება არ აქვს. თუ მაინცდამაინც იტალია უნდა ბ-ში ბევრი გუნდია და იქ გადავიდეს. არ ათამაშებენ და ეხლა რა აზრი აქვს იყოს ისეთ გუნდში, რომელსაც სერია ა-ში გადასვლა შეუძლია
სერია ც'ში რატომ ვერა? :O
იმიტომ რომ მანდ ლეგიონერები არ დაიშვებიან-ანუ არაევროკავშირელები, არც მანდ არც მესამე ბუნდესლიგაში-გახსოვს იაშკას ვარიანტი, არც საფრანგეთში-ლე მანში მაკარიძე. მოკლედ ასეა
dinamotb1925
ჯერ ადრეა. ან ღამით ან კიდევ დილას დაწერენ.
ისე ეს მჭედლიძე შუშისაა თუ რა არის. ტრავმები ძაან ხშირად აქვს. ირაკლი კიდევ მაგ გუნდიდან უნდა წავიდეს.
თუნდაც Seria C'ში. პრაქტიკისთვის.
გოგოლაძე რას იზამს და ბაქოს ინტერი რაში გვაინტერესებს დაწერეთ ტორპედო დინამოზე სტატია
გოგოლაძე მაინტერესებს
ესეც დაწერონ და ისიც 