ძიუდო

13:53 | 23.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

გოგოჭური და ოქრუაშვილი ოქროს შეუტევენ

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის გრან პრის დასკვნით დღეს 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.

ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად გოგოჭურს და მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილს. მესამე საპრიზო ადგილისთვის კი პაატა ღვინიაშვილი (90 კგ), გურამ თუშიშვილი, დავით ლორიაშვილი (ორივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ) იჭიდავებენ.

გოგოჭური ფინალში იტალიელ ვალტერ ფაცენტეს დაუპირისპირდება, ოქრუაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რუს ანტონ კრივობოკოვს შეხვდება. ღვინიაშვილი – რუს კირილ დენისოვს, თუშიშვილი – ირანელ ჯავად მაჰჯოუბს, ლორიაშვილი – აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, მატიაშვილი – რუმინელ დანიელ ნატეას, ხოლო ქებაძე – რუს ქსენია ჩიბისოვას.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები კაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ, ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით სატურნირო ბადეებში 15 ძიუდოისტი იყო გადანაწილებული. ფინალურ ბლოკამდე მისული 7 სპორტსმენის გარდა, საქართველოს გუნდური ჩათვლის ქულები ალექსანდრე მსხალაძემ (100 კგ), როსტომ ხახალეიშვილმა (+100 კგ), ნინო ოძელაშვილმა (78 კგ) და ირინე ლეონიძემ (+78 კგ) აიღეს. ოთხივემ მე-7 ადგილი დაიკავა.

ტატამზე საერთოდ არ გასულა 90 კილოგრამში პირველ ნომრად განთესილი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც წინასატურნირო ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), რევაზ ჩიკოიძემ (100 კგ), ონისე ბუღაძემ (+100 კგ) და ნინო ოძელაშვილმა (78 კგ) კი წინასწარ ეტაპზევე წააგეს და შესაბამისად, სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17 საათიდან დაიწყება.

 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:36 | 19.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

კორბენ სად ხარ,რა დამპირდი გუშინ?

23:06 | 19.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

რა ვქნა. უყვართ თბილისურ გუნდებს "ფლაგმანთან" დაჩოქება ))

23:22 | 19.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

იმდენი ვქენი ბალბეტმა დღეს პროგრამიდან მოხსნა ეს მატჩი სადღაც 3000$-მდე მოვიგე რუსული რუბლიდან რომ გადავიყვანოთ

23:24 | 19.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ანუ "დინამოსგან" ხეირი მაინც გამოადნე

00:08 | 20.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

მადლობა ფიფოს

22:34 | 19.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Dinamo222 ლოკო დინამოს უყურე?

23:26 | 19.06.2021
dinamo222 (8587)

არა რა ხდებოდა ?

00:12 | 20.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

მე შეიძლება როგორც მეტოქე სუბიექტური ვიყო შეიძლება,ძმურად თუ ბოლომდე თამაში არა ბოლო 15 წუთი ნახე რეებს შვრებოდნენ სიხარულიძე ისე გაერთო შეცვალეს ,,იავნი პალევა" იყო

00:14 | 20.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ეს ის ლოკოა ამ 10 დღის უკან ბათუმი სახით რომ ათრია საგურამოში,კუპატაძე რომ არა მაშინ მგონი 1:7 მინიმუმ ამოგვტენიდნენ

22:32 | 19.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ყოჩაღ მადიარებს !ამათმა ხომ მოხნეს ვირის დედა ამBLM-ით,მაგრა დასლევდა დუნია

22:14 | 19.06.2021
dinamo222 (8587)

ლიბერასტების გლობალისტების მფარველმა უეფამ ამიტომაც წაართვა ქვეჯგუფის ბოლო თამაში უნფგრეთს გერმანიასთან და გერმანიაში გადაიტანა @ არადა რა მაგარი ატმოსფერო იყო უნგრეთში სავსე სტადიონი და მაყურებლის ხმაური !

22:14 | 19.06.2021
dinamo222 (8587)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

22:05 | 19.06.2021
dinamo222 (8587)

მაგარი ხალხია უნგრელები და პრეზიდენტიც მაგარი ყავთ ! ასეა საერთოდ დებილ ხალხს დებილი პრეზიდენტი ყავს და მაგარს კი მაგარი !

0.278583