ძიუდო

17:51 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგოჭური ბრინჯაომდე ვერ მივიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ზვიად გოგოჭურს (90 კგ) მოსკოვის “დიდი სლემის” კვარცხლბეკამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. რეპეშაჟის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა იაპონელ ჰიროკატა კატოსთან პირველსავე წუთზე მტკივნეული ილეთით წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ოქრო-ვერცხლის შანსი გოგოჭურმა მეოთხედფინალში დაკარგა, რუს იური პანასენკოვთან წაგებით. იქამდე ბრაზილიელი ედუარდო სილვა ჩამოიშორა. დამამშვიდებელი ეტაპის ნახევარფინალში კი მეტოქე – ჰოლანდიელი ჯილომ ელმონი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

ცოტა ხანში ბრინჯაოს მედლისთვის საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილიც იჭიდავებს. იგი ყირგიზ იური კრაკოვეცკის დაუპირისპირდება.

0.103616