ფეხბურთი

13:05 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგინაშვილი მოლდოვის "საქსანში" ითამაშებს

20 წლის ქართველი გარემარბი ირაკლი გოგინაშვილი მოლდოვის "საქსანში" გადავიდა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში 3 ტურის შემდეგ, მესამე ადგილზეა. "საქსანს" წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ვლადიმირ ლიუტი წვრთნის.

გოგინაშვილმა გასული სეზონი რუსთავის "მეტალურგში" ჩაატარა და დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. ალექსანდრე ჩივაძემ ის 21-წლამდელთა ნაკრებშიც ათამაშა.

ფეხბურთელის ტრანსფერზე ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" აგენტმა დავით ყენიამ მიაწოდა:

"გოგინაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს მოლდოვური კლუბი. მწვრთნელ ლიუტის დიდი გეგმები აქვს და არაა გამორიცხული, გაისად ირაკლი სხვა, უფრო ძლიერ გუნდში ვიხილოთ".

0.118071