ფეხბურთი

16:24 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგიას “ჰერაკლესში” ერთი კვირა მისცეს

ჰოლანდიის “ჰერაკლესში”, აკაკი გოგიას საკუთარი შესაძლებლობის გამოსავლენად, ერთკვირიანი ვადა მისცეს.

ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, “ჰერაკლესის” მთავარ მწვრთნელ იან დე იონგს, სწორედ ამდენი დრო სჭირდება, რომ სინჯებზე მყოფი ორი ფეხბურთელის, გოგიასა და კრისტოფერ ანდერსენის კლუბში დატოვება-არდატოვების საკითხი გადაწყვიტოს.

გოგია, რომლის სატრანსფერო უფლებები 2014 წლამდე “ვოლფსბურგს” ეკუთვნის, აქამდე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “პადერბორნში” ისინჯებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

0.115614