თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-18 ტურში, “ქასიმფაშამ”, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, საკუთარ მოედანზე “ქარაბიუქსფორს” ვერ მოუგო – 0:0. “ქასიმფაშას” 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
გერმანიის მე-3 ლიგაში სეზონი განახლდა და აკაკი გოგიამ გოლი მიითვალა. “ჰალეშერმა” სტუმრად “ვისბადენს” 3:0 მოუგო და ქართველმა ნახევარმცველმა 52-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. გოგიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო “ჰალეშერს” 27 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი უკავია. მიმდინარე სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
ფინეთის ლიგის თასზე ტურკუს “ინტერმა” “ტურუნ პოლოსეურა” მიიღო და 3:2 სძლია. ირაკლი სირბილაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
დანიის “ორჰუსმა”, რომლის ღირსებასაც მათე ვაწაძე, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე იცავენ, ამხანაგურ შეხვედრაში “რანდერსთან” 1:2 წააგო. დევდარიანს არ უთამაშია, ხოლო დანარჩენი ქართველი ლეგიონერები მოედანზე 63-ე წუთზე შევიდნენ.
უკრაინულმა მარიუპოლის “ილიჩივეცმა” საკონტროლო შეხვედრა პირველი ლიგის “ოლექსანდრიას” 1:0 მოუგო. 20 წლის მცველმა ლევან მახარაძემ მარიუპოლელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმი ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბილეთი რა ეღირება და სად გაიყიდება ხომ არ იცით??
"უჩვენოთ ვით იმღერეთა"????......
ულაპარაკოდ თასი მამაქალქში მიდის--
ვიგებთ ხვალ თასს
14 წელია არაფერი არ მოგვიგია და იმედია ხვალ მოვიგებთ!!!
ამ ქარში არ ჯობია გადაიდოს. ?!