ფეხბურთი

22:30 | 24.11.2013 | ნანახია 736 - ჯერ

გოგიამ სათავე “დუისბურგთან” მოგებას დაუდო

გერმანიის საფეხბურთო მე-3 ლიგის მე-17 ტურში “ჰალეშერმა” გასვლაზე “დუისბურგს” 3:1 მოუგო და სტუმართა წარმატებას სათავე აკაკი გოგიამ დაუდო. 21 წლის გერმანული მოქალაქეობის მქონე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა. მიმდინარე სეზონში მან მე-16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, “ჰალეშერმა” თავი 23 ქულას მოუყარა და 20-გუნდიან მე-3 ლიგაში მე-12 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში, ლუგანსკის “ზორიამ”, სადაც ჯაბა ლიპარტია გამოდის, სტუმრად ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” 1:1 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებს შორის იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ზორიას” 24 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.

რუსეთის პრემიერლიგაში სენსაცია გამოაცხო ჯანო ანანიძის “როსტოვმა”, რომელმაც გასვლაზე სანკტ პეტერბურგის “ზენიტს” 2:0 აჯობა. თუმცა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველიი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.

სამხრეთ აფრიკის  PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში “მოროკა სვოლოუვსმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს, კეიპთაუნში ადგილობრივ “აიაქსს” 3:1 მოუგო. ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში თამაშობდა და 77-ე წუთზე შეცვალეს. “მოროკას” 18 ქულა დაუგროვდა და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-13 ტურში, “ლუზენაკი”, რომელშიც ამირან სანაია ირიცხება “ბულონს” ესტუმრა და სამი ქულა აიღო. ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მისმა გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “ლუზენაკს” 25 ქულა აქვს და 18 გუნდში მესამეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-14 ტურში, ზაქათალის “სიმურგი”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის “სუმგაითს” ეწვია და 1:0 გაიმარჯვა. “სიმურგს” 18 ქულა აქვს და 10 გუნდში მეექვსეა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:22 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მე უფრო ნაკრებში მაინტერესებს მისი გამოსვლა

07:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია ნაკრებშიც ესე გამოვა

07:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მკაია ბითაძე რომ იხოდება

10:56 | 16.11.2023
liberaltmtyvneli123 (418)

15 ქულა

10:56 | 16.11.2023
liberaltmtyvneli123 (418)

დღეს ორმაგი დუბლი დადო. . .25 ქულა 11 მოხსნა

16:44 | 15.11.2023
კართაგენი28 (12606)

დაახლოებით 10 წელია ლიგაში ქულების დაგროვება გაცილებით მარტივი გახდა და მაინც ვერავინ შეძლო მჯ კარიერის საშუალო დაემხო . Ყველაფერს თავი დავანებოთ ( როგორ დავანებოთ ) და მხოლოდ მაგიტომაც არის ულაპრაკოდ ყველა დროის საუკეთესო . Ტიპმა ისეთ ეპოქაში დააგროვა 30 საშუალო სადაც 100+ ქულა არ იყრებოდა საშუალოდ

16:35 | 15.11.2023
კართაგენი28 (12606)

სასიამოვნოა ბითაძის სტატისტიკა , მაგრამ ამ ორლანდოში ერთედერთი დაცვითი ფუნქციების გამო უნდა მიიღოს დრო და ისევ ბევრი ლაფსუსი აქვს

15:32 | 15.11.2023
Erovnuli-Nakrebi (11812)

ძალიან მაღალი დონეა ამერიკაში! ევროპული კალათბურთი ამათთან შედარებით ნუ რავი ...

14:58 | 15.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბითაძე ნელნელა უმატებს

0.06863
736