ფეხბურთი

12:48 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგიამ გერმანიის მე-3 ლიგა მარცხით დაიწყო

გერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერში” აკაკი გოგიას დებიუტი შედგა.

19 ივლისს, მე-3 ლიგის პირველი ტურის ერთი მატჩი გაიმართა - “ჰალეშერი” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგთან” 0:1 დამარცხდა. გოგია თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საკმაოდ აქტიურად. 21 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, გერმანიის მოქალაქეა, “ჰალეშერში” სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაირიცხა და კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.


0.120505